ახალი რეგლამენტი
ცვლილებები საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში. პროექტის ინიცირება ბიუროზე ორშაბათს იგეგმება. მისი მიღება მაისის ბოლოსთვის არის დაგეგმილი, ძალაში კი პირველი ივლისიდან შევა. ცვლილებების მიხედვით, ორმაგდება ინტერპელაციების რაოდენობა, ცვლილება შეეხება დროებით კომისიებსაც. ასევე უქმდება ბავშვთა უფლებებისა და ღია მმართველობის საპარლამენტო საბჭო. ახალი რეგლამენტით, იცვლება საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის წესი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კი თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი გახდება. უფრო მეტს თამარ ჩიკვატია მოგვიყვება.
სიუჟეტის ავტორი: თამარ ჩიკვატია
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
