პასუხი კრიტიკოსებს
ვიზალიბერალიზაციის კუთხით ცვლილებები მოსალოდნელი არ არის, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დიფ სთეითის დავალებების შემსრულებელია. ასე ეხმიანება მთავრობის მეთაური მარკუს ცაჰკნას განცხადებას, სადაც ის ევროკავშირს მიმართავს და საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის გაუქმების პროცესის დაწყებას ითხოვს. ირაკლი კობახიძე ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს მოუწოდებს, საკუთარ ქვეყანას მიხედოს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით კი, საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის იმიტომ არ უბრძოლია, რომ შემდეგ მითითებები ტალინიდან და ვილნიუსიდან მიეღო.