ცვლილება მთავრობაში
რეგიონული განვითარების სამინისტროს, რომელიც ინფრასტრუქტურას გამოეყო, გრიგოლ ლილუაშვილი აღარ უხელმძღვანელებს. პრემიერის განმარტებით, სუსის ყოფილ უფროსს ახალ უწყებაში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა. სამინისტროს ხელმძღვანელი კახაბერ გულედანი გახდა. მას, როგორც რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, ისე მერიასა და კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება აქვს.
