ჯასტინ ტიმბერლეიკი თბილისში კონცერტს გამართავს
ჯასტინ ტიმბერლეიკი თბილისში კონცერტს გამართავს. მსოფლიო სუპერ ვარსკვლავი ჩვენს ქვეყანას „სთარინგ ჯორჯიის“ ფარგლებში ეწვევა და მსმენელის წინაშე 23 ივლისს „დინამო არენაზე“ წარდგება. ჯასტინ ტიმბერლეიკს მსოფლიო მასშტაბით 54 მილიონზე მეტი ალბომი და 63 მილიონი სიმღერა აქვს გაყიდული.