ბადრი ჯაფარიძე პროკურატურამ ბრალდება ოფიციალურად წაუყენა
ბადრი ჯაფარიძე პროკურატურამ ბრალდება ოფიციალურად წაუყენა. საქმე ეხება პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობას და ამ ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას. საგამოძიებო კომისიის მიერ დაბარების მიუხედავად, ჯაფარიძე სხდომაზე არ გამოცხადდა.
