სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ის პროდუქცია, რომელშიც აფლა ტოქსინის შემცველობა აღმოჩნდა, სარეალიზაციო ობიექტებიდან თითქმის სრულად ამოღებულია
სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ის პროდუქცია, რომელშიც აფლა ტოქსინის შემცველობა აღმოჩნდა, სარეალიზაციო ობიექტებიდან თითქმის სრულად ამოღებულია. სააგენტო დამატებით განაგრძობს კვლევას სოფლის ნობათის მიერ წარმოებულ სხვა პროდუქციაზეც. განმარტავენ, რომ რძის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორების კონტროლი, როგორც საწარმოო ისე ბაზარზე არსებულ ნაწარმზე, აქტიურად მიმდინარეობს. რაც შეეხება მედიკოსებს, ექიმები აცხადებენ, რომ ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციის ნორმა დარღვეულია ამ კონკრეტული პარტიის შემთხვევაში, თუმცა ეს გავლენას ვერ მოახდენდა ადამიანის ჯანმრთელობაზე. სამედიცინო სექტორის წარმომადგენლების თქმით, პანიკის საფუძველი არ არსებობს.
