თვითმმართველობის არჩევნებამდე ხუთი თვე რჩება
თვითმმართველობის არჩევნებამდე ხუთი თვე რჩება. საარჩევნო ადმინისტრაციამ შესაბამის სამართლებრივ აქტში რამდენიმე პროცედურა დააზუსტა. კერძოდ, ელექტრონული ტექნოლოგიებით კენჭისყრის ჩატარებისას, საარჩევნო კოდექსითა და დადგენილებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, დაუშვებელია კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ნებისმიერი პირის მიერ: კენჭისყრის ოთახში ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება; ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩვენების მოთხოვნა, მათ შორის, გამორთმევა. ასევე დაუშვებელია ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, ვერიფიკაციის აპარატზე გამოტანილი ამომრჩევლის მონაცემების, აპარატიდან ამობეჭდილი ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრისა და ბიულეტენზე გაკეთებული არჩევანის ფოტოვიდეოგადაღება ან სხვაგვარი დამუშავება.
