პრემიერ მინისტრი უზენაეს სასამართლოში მოსამართლეებს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდა
პრემიერ მინისტრი უზენაეს სასამართლოში მოსამართლეებს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდა. ირაკლი კობახიძემ ისაუბრა გამუდმებულ თავდასხმაზე სასამართლო სისტემის წინააღმდეგ. ამის მიუხედავად, მისივე თქმით, ობიექტური სოციოლოგიური კვლევების თანახმად, გასული რამდენიმე წლის განმავლობაში, 50%-იან მაჩვენებელს არ ჩამოსცილებია ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ. პრემიერ მინისტრის განცხადებით, 2012 წლის შემდეგ აშკარაა ფუნდამენტური ცვლილება სასამართლო სისტემაში, რაც სტატისტიკითაც არის დადასტურებული. მოსამართლეების სანქცირებაზე ისაუბრა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.
