პარლამენტის თავმჯდომარე ელჩებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს დარჩნენ დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის ფარგლებში და არ ჩაერიონ მასპინძელი ქვეყნის საქმეებში.
პარლამენტის თავმჯდომარე ელჩებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს დარჩნენ დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის ფარგლებში და არ ჩაერიონ მასპინძელი ქვეყნის საქმეებში. შალვა პაპუაშვილმა ეს განცხადება, მას შემდეგ გააკეთა, რაც საფრანგეთის ელჩმა აქციაზე დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვა. ამის შესახებ შერაზ გასრიმ პლატფორმა იქსზე დაწერა. შალვა პაპუაშვილისთვის ელჩის განცხადება არასერიოზულია და ფრანგ დიპლომატს საფრანგეთში პოლიტიკური ოპონენტების გასამართლების პროცესს ახსენებს.
