პარლამენტის თავმჯდომარე ვილნიუსსა და ტალინს საბჭოთა მიდგომებში ადანაშაულებს
პარლამენტის თავმჯდომარე ვილნიუსსა და ტალინს საბჭოთა მიდგომებში ადანაშაულებს. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 9 აპრილს საქართველომ იბრძოლა სუვერენიტეტისთვის და დამოუკიდებლობისთვის, იმისთვის, რომ ქვეყანა საბჭოთა მოსკოვის დიქტატისგან გათავისუფლებულიყო. პირველი კანონმდებლის თქმით, სამწუხაროა, რომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები ახლა თავად იქცევიან ისე, როგორც ექცეოდა საბჭოთა მოსკოვი თბილისს, ტალინსა და ვილნიუსს. ცნობისთვის, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირს მოუწოდა დაიწყოს საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის გაუქმების პროცესი.