მაისის ბოლოსთვის პარლამენტის ახალი რეგლამენტის მიღება იგეგმება, ძალაში კი პირველი ივლისიდან შევა
მაისის ბოლოსთვის პარლამენტის ახალი რეგლამენტის მიღება იგეგმება, ძალაში კი პირველი ივლისიდან შევა. პირველი კანონმდებლის განცხადებით, მოქმედ რეგლამენტში 65 სხვადასხვა ცვლილებაა შესული და დუბლირებების გამოსარიცხად საჭირო იყო რეგლამენტის ახალი სტრუქტურის შექმნა. შალვა პაპუაშვილის თქმით, ცვლილებების შედეგად ორმაგდება ინტერპელაციის რაოდენობა. ცვლილება შეეხება დროებით კომისიებს. პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, ახალი რეგლამენტით, გაუქმდება ბავშვთა უფლებების და ღია მმართველობის საპარლამენტო საბჭო. იცვლება საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის წესი, გარდა ამისა, ახალი რეგლამენტით თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს სახელი შეეცვლება და თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი გახდება.
