სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ზურაბ კანდელაკის სპექტაკლის პრემიერა გაიმართა
სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ზურაბ კანდელაკის სპექტაკლის პრემიერა გაიმართა. პიესა აფხაზეთიდან დევნილ მსახიობებზეა. საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე საქართველოში 15 ქვეყნიდან თეატრალური დასები ჩამოვიდნენ. ერთი კვირის განმავლობაში, სოხუმისა და თუმანიშვილის თეატრებში დუოდრამებს წარმოადგენენ. კონკურსს სპეციალური საერთაშორისო ჟიური შეაფასებს და გამარჯვებულები 6 აპრილს, სოხუმის თეატრში დაჯილდოვდებიან. საპრემიერო ჩვენებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან ერთად დაესწრო.