კახეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა
კახეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა. საუბარია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე. სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
