დეპუტატები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ ხელმძღვანელს დღეს აირჩევენ
დეპუტატები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ ხელმძღვანელს დღეს აირჩევენ. ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას პარლამენტში ცოტა ხანში უყრიან კენჭს. ოხანაშვილი იუსტიციის მინისტრის პოსტს იკავებდა, მანამდე ის მეცხრე და მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე იყო.
