„ნავარელი ქალი“
130 წლის შემდეგ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე, ცნობილი ფრანგი კომპოზიტორის, ჟიულ მასნეს ერთმოქმედებიანი ოპერა „ნავარელი ქალი“ ბრუნდება. საპრემიერო სპექტაკლში თეატრის სოლისტები, მოწვეული მომღერლები, გუნდი და ორკესტრი მონაწილეობენ. დამდგმელი რეჟისორი ვიქტორ გარსია სიერაა. პრემიერა 5 აპრილს გაიმართება და საქართველოს სახალხო არტისტის ცისანა ტატიშვილის ხსოვნას მიეძღვნება
სიუჟეტის ავტორი: შორენა კოპალეიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
