ამერიკის შეერთებული შტატები ნატოდან გასვლას არ გეგმავს
ამერიკის შეერთებული შტატები ნატოდან გასვლას არ გეგმავს. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა განაცხადა. მარკო რუბიოს თქმით, ვაშინგტონს ალიანსის გაძლიერება სურს და სწორედ ამ მიზნით ითხოვს წევრი ქვეყნებისგან თავდაცვაზე ხარჯების 5 პროცენტამდე გაზრდას. მარკო რუბიო ბრიუსელში ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო უწყებების ხელმძღვანელთა სამიტს ესწრება. ორდღიანი შეხვედრის დღის წესრიგშია ევროკავშირის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელების საკითხები. ნატოს გენერალური მდივანმა მარკ რუტემ, იმედი გამოთქვა, რომ ალიანსი ამერიკის მხარდაჭერით უკრაინის დახმარებას იქამდე შეძლებს, ვიდრე საჭირო იქნება
