2025-2026 აკადემიური წლიდან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ნეაპოლის ფედერიკო ll-ის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, მედიცინის ერთსაფეხურიან ინგლისურენოვან ახალ საგანმანათლებლო პროგრამას იწყებს
2025-2026 აკადემიური წლიდან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ნეაპოლის ფედერიკო ll-ის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, მედიცინის ერთსაფეხურიან ინგლისურენოვან ახალ საგანმანათლებლო პროგრამას იწყებს. ამ მიზნით, უნივერსიტეტი ქართულ-იტალიურ ორდღიან კონფერენციას მასპინძლობს, რომლის ფარგლებშიც, ახალი პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. გაცვლითი სემესტრის ფარგლებში, ქართველ სტუდენტებს ნეაპოლის უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობა ექნებათ. თავის მხრივ, ნეაპოლის უნივერსიტეტის სტუდენტები, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სულ მცირე, ერთი სემესტრის განმავლობაში ისწავლიან. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, სტუდენტები ორმაგ დიპლომს მიიღებენ