ანა წითლიძე ოპოზიციას აკრიტიკებს და ამბობს, რომ არჩევნების ანალიზი არავის გაუკეთებია
ანა წითლიძე ოპოზიციას აკრიტიკებს და ამბობს, რომ არჩევნების ანალიზი არავის გაუკეთებია - ამის შესახებ მან „გირჩის“ გადაცემაში განაცხადა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თქმით, ოქმები, რომლებზეც მაგალითად „ახლები საუბრობდნენ და ეგონათ, რომ ეს გაყალბების მასალები იყო, რეალურად „ნაციონალური მოძრობის“ დაწერილი იყო“. მმართველი გუნდის შეფასებით, ანა წითლიძის ეს აღიარება კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ განცხადებები არჩევნების გაყალბებაზე სპეკულაცია იყო
