საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ, ხმათა უმრავლესობით, ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ, ხმათა უმრავლესობით, ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს. ის ამ თანამდებობას მეორე ვადით, კიდევ სამი წლით დაიკავებს. მაღლაფერიძის კანდიდატურას საბჭოს რვა წევრმა დაუჭირა მხარი, სამი კი, წინააღმდეგი იყო. საბჭოს სხდომას 11-ვე წევრი ესწრებოდა. ვასილ მაღლაფერიძის გარდა, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეობის სხვა კანდიდატი არ დასახელებულა
