პრემიერ-მინისტრი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს შეხვდა. დავით ასათიანმა შეხვედრაზე „ადვოკატთა პროფესიის დაცვის შესახებ“ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ დამტკიცებულ კონვენციაზე და საქართველოში მისი რატიფიცირების მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრისას აღინიშნა, რომ ადვოკატთა უფლებების დაცვის უმაღლესი სტანდარტი საქართველოში კანონმდებლობით უკვე გარანტირებულია, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მოქმედი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის შედეგად ადვოკატის დამოუკიდებლობის, პროფესიული თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის გარანტიები კონსტიტუციის დონეზე ავიდა