ისრაელის პრემიერ-მინისტრი უნგრეთში ჩავიდა
ისრაელის პრემიერ-მინისტრი უნგრეთში ჩავიდა. ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში ის უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს ხვდება. ეს ევროპულ ქვეყანაში ნეთანიაჰუს პირველი ვიზიტია მას შემდეგ, რაც 2024 წლის ნოემბერში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ მისი დაკავების ორდერი გასცა. ვიქტორ ორბანმა ამ გადაწყვეტილებას ცინიკური უწოდა და ნეთანიაჰუ ბუდაპეშტში დაპატიჟა. უნგრეთის მთავრობის ცნობით, ქვეყანამ დღეიდან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან გასვლის პროცესი დაიწყო.
