ვაშინგტონის მხრიდან ტარიფების დაწესებასთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთი საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს
ვაშინგტონის მხრიდან ტარიფების დაწესებასთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთი საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს. ეს განცხადება გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. როგორც კირ სტარმერმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დაწესებულ გადასახადს გლობალური გავლენა ექნება. დონალდ ტრამპმა შტატებში იმპორტირებულ თითქმის ყველა საქონელზე მინიმუმ, საბაზისო 10 პროცენტიანი ტარიფი დააწესა.
