კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მოსწავლეთა ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება
კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მოსწავლეთა ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება. საინფორმაციო შეხვედრები იმართება სკოლებში. დღეს ლიცეუმის წარმომადგენლები თბილისის 72-ე საჯარო სკოლას ესტუმრნენ. კადეტებმა მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს სამხედრო ლიცეუმში სწავლისა და ცხოვრების პირობები გააცნეს და სამხედრო სასწავლებლის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. თბილისისა და რეგიონების საჯარო სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები 5 ივნისს, ქუთაისში, კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ღია კარის დღით დასრულდება.
