შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამი ნარკორეალიზატორი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამი ნარკორეალიზატორი დააკავა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ნარკოტიკული საშუალების „მარიხუანის“ უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, დაკავებულია ირანის ორი და თურქეთის ერთი მოქალაქე . დაკავებულებისგან პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და ამის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნარკოტიკული საშუალებები „მდმა“ და „მარიხუანა“ ამოიღეს. ასევე, ნივთმტკიცებად არის ამოღებული სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
