გმირთა მოედნიდან სანაპირომდე მდებარე საგზაო მონაკვეთს რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა
გმირთა მოედნიდან სანაპირომდე მდებარე საგზაო მონაკვეთს რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, გზის სავალი ნაწილი და განხორციელდა ინფრასტრუქტურის სრული მოდერნიზაცია. საგზაო სამუშაოები 32 000 კვ.მეტრ ფართობზე ჩატარდა. ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებულ სამუშაოებს თბილისის მერი გაეცნო.
