სიცრუე არეულობისთვის
რა ფაქტებს დაეყრდნო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საარჩევნო სადამკვირვებლო ჯგუფის ხელმძღვანელი, როდესაც ელენე ხოშტარიას შესახებ რადიკალური ოპოზიციის შეფასებები უცვლელად გაიმეორა? მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო დაინტერესებულ პირებს იზოლატორში გადაღებული კადრების ნახვას სთავაზობს, საპოლიციო უწყებისთვის ამ დრომდე არავის მიუმართავს. იულიან ბულაიც და ხოშტარიას თანაგუნდელებიც, ლიდერის დაკავებისას და შემდგომი პროცედურებისას, სამართალდამცველების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობასა და ძალადობაზე საუბრობენ. ერთ ხმაში ალაპარაკებულთა საუბრის შინაარსი უმრავლესობაში მიზანმიმართულ ტყუილად უკვე შეაფასეს.
სიუჟეტის ავტორი: თამარ ჩიკვატია
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
