აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ჩინეთის ელჩს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ჩინეთის ელჩს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ ვითარებაზე და ადგილობრივი მოსახლეობის ძირითად გამოწვევებზე ისაუბრეს. ლევან მგალობლიშვილმა ელჩს აფხაზეთიდან დროებით დევნილი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა და სოხუმის დრამატული თეატრი დაათვალიერებინა.
