ცესკო მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილს, ასევე ყველა დაინტერესებულ პირს, წარმოადგინონ შესაბამისი, საფუძვლიანი მტკიცებულებები, ან თავი შეიკავონ უსაფუძვლო და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი განცხადებების გავრცელებისგან
ცენტრალური საარჩევნო კომისია მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილს, ასევე ყველა დაინტერესებულ პირს, წარმოადგინონ შესაბამისი, საფუძვლიანი მტკიცებულებები, ან თავი შეიკავონ უსაფუძვლო და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი განცხადებების გავრცელებისგან. საუბარია 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით ზურაბიშვილის მიერ დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას გაკეთებულ განცხადებებზე. ცესკო განმარტავს, რომ ყველა ობიექტური დაინტერესებული მხარისათვის კარგადაა ცნობილი, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე არ ყოფილა ისეთი დარღვევები, რასაც შეეძლო, არსებითი გავლენა ჰქონოდა შედეგებზე.
