დიდმა ბრიტანეთმა მოსამართლეებს, ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს სანქციები დაუწესა
დიდმა ბრიტანეთმა მოსამართლეებს, ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს სანქციები დაუწესა. განცხადებაში, რომელსაც დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს, ნათქვამია, რომ ისინი გონივრული ეჭვის საფუძველზე დაასანქცირეს. განცხადების თანახმად, არსებობს იმის ვარაუდის გონივრული საფუძველი, რომ მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე არიან ან იყვნენ ჩართული კორუფციაში.