"უცოდინარობა ან ცინიზმი" - პარლამენტის თავმჯდომარე ჩეხეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას აფასებს
"უცოდინარობა ან ცინიზმი" -ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე ჩეხეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას. შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ჩეხეთის საელჩო თავს ესხმის ქართულ მართლმსაჯულებას და სახელმწიფოს. შეგახსენებთ, დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სამწუხაროა იმის ხილვა, რომ საქართველო, რომელიც ერთ დროს დემოკრატიის შუქურა იყო, ავტორიტარიზმისკენ იხრება.
