მამუკა ხაზარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
მამუკა ხაზარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიიღო. ხაზარაძეს ბრალდება პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე აქვს წარდგენილი. ხაზარაძე კომისიამ ნავთობკომპანია მაგნატის საქმეზე დაიბარა, თუმცა ის სხდომაზე არ გამოცხადდა.