თალიბანის ყოფილმა წევრმა ამერიკის შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტიდან 132 000 დოლარი მიიღო
თალიბანის ყოფილმა წევრმა ამერიკის შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტიდან 132 000 დოლარი მიიღო. ამერიკის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტმა გამოავლინა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ინსტიტუტმა კერძო ხარჯებზე დაახლოებით 13 მილიონი ამერიკული დოლარი დახარჯა. თანხიდან 132 ათასი დოლარი კი ავღანეთის წინა მთავრობის რელიგიის მინისტრსა და თალიბანის ყოფილ წევრს, მოჰამედ ქასემ ჰალიმს გადაურიცხეს.
