დამოუკიდებელი ევროპარლამენტარი რადიო თავისუფლების დამოუკიდებლობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს
დამოუკიდებელი ევროპარლამენტარი რადიო თავისუფლების დამოუკიდებლობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ფიდიას პანაიოტუმ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განმარტა, რომ შეუძლებელია უცხო ქვეყნის მთავრობის მიერ დაფინანსებული მედია დამოუკიდებლად ჩაითვალოს. კვიპროსელი ევროპარლამენტარი ეჭვობს, რომ ბრიუსელს რადიო თავისუფლების გადარჩენა არა დამოუკიდებელი ჟურნალისტიკისთვის ხელის შეწყობის, არამედ პოლიტიკური ვითარების კონტროლის მიზნით სურს.
