ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საარჩევნო სადამკვირვებლო ჯგუფის ხელმძღვანელმა რადიკალური ოპოზიციის თვალსაზრისი სიტყვა-სიტყვით გაიმეორა, როცა ელენე ხოშტარიაზე დაწერა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საარჩევნო სადამკვირვებლო ჯგუფის ხელმძღვანელმა რადიკალური ოპოზიციის თვალსაზრისი სიტყვა-სიტყვით გაიმეორა, როცა ელენე ხოშტარიაზე დაწერა. რა ფაქტებს დაეყრდნო იულიან ბულაი, უცნობია. "ქრონიკა" დაუკავშირდა ევროსაბჭოს, თუმცა ჯერ კითხვაზე პასუხი არ გაუციათ. ცნობილია, რომ ოპოზიცია წამებაზე საუბრობს, მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ კადრები გადაღებულია, მასალისთვის უწყებას არავინ მიმართა, მათ შორის არც ელენე ხოშტარიამ.
