შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, პოლიციელთა საბაზისო მომზადების მე-2 და მე-3 ჯგუფის კურსდამთავრებულთა სერტიფიკატებით დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, პოლიციელთა საბაზისო მომზადების მე-2 და მე-3 ჯგუფის კურსდამთავრებულთა სერტიფიკატებით დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. ცერემონია აკადემიის რექტორმა ლელა ჩიქოვანმა გახსნა. კურსდამთავრებულებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ პოლიციელთა ხსოვნას და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
