პარლამენტის თავმჯდომარე წახალისებული ძალადობის შესახებ მორიგ სტატუს აქვეყნებს
პარლამენტის თავმჯდომარე წახალისებული ძალადობის შესახებ მორიგ სტატუს აქვეყნებს. შალვა პაპუაშვილი ეხმიანება ბაია პატარაიას განცხადებას. „ზოგი თვლის რომ შენობები უნდა ავიღოთ, ეს ნიშნავს დიდ დაპირისპირებას და ციხეების გავსებას დემონსტრანტებით, მე არც კი ვიცი ვის შეუძლია ამის გაკეთება“ ეს პატარაიას სიტყვებია. პარლამენტის თავმჯდომარე მოუწოდებს დონორებს გაემიჯნონ ექსტრემიზმს. შალვა პაპუაშვილი წერს რომ დუმილი ყოველ შემდგომ ძალადობას პირდაპირ ახალისებს.
