"ბაილაინ ტაიმსის" სტატია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის რუსულ კავშირებზე მიანიშნებს, შეკვეთილი და დაფინანსებულია სოროსის ფონდის საქართველოს ოფისის მიერ
"ბაილაინ ტაიმსის" სტატია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის რუსულ კავშირებზე მიანიშნებს, შეკვეთილი და დაფინანსებულია სოროსის ფონდის საქართველოს ოფისის მიერ. სტატია აგებულია სერგი კაპანაძის, ნატალია საბანაძისა და თამარ კინწურაშვილის მოსაზრებებზე. საუბარია ირაკლი რუხაძეზეც. ამ სტატიისთვის კვლევა და რეპორტაჟი მხარდაჭერილია „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“, ყოფილი „ღია საზოგადოების ფონდის“ მიერ გაცემული გრანტით, თბილისის ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ გავლით - წერს თავად გამოცემა.
სიუჟეტის ავტორი: მეგი ნარსავიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
