მტკიცე პასუხი
„საქართველოს ევროკავშირისგან სამართლიანი მოპყრობა სურს“ - ამ სათაურით აქვეყნებს რუმინული მედია ნიკოლოზ სამხარაძესთან ინტერვიუს. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს შიდა ვითარებასა და საგარეო პოლიტიკურ პერსპექტივაზე ისაუბრა. სამხარაძის განმარტებით, საქართველო ბრიუსელისგან არსებული პრობლემებისა და ინტერესების გათვალისწინებას ითხოვს. ბევრ სხვა საკითხთან ერთად, ის საუბრობს იმ შემთხვევებზეც, როცა ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი საქართველოს არჩევნებში ჩაერია და კონკრეტული პარტიის მხარე დაიჭირა, რაც მისივე თქმით, უსამართლო იყო ქართველი ამომრჩევლის მიმართ.
