წარმატებით შეშინებული ოპოზიცია
უსაფრთხოება და ეკონომიკა რომ მყარად არის გადაჯაჭვული ერთმანეთში, ამის მაგალითები მრავლად არის მსოფლიო ისტორიაში. როცა სახელმწიფოს ეკონომიკა დივერსიფიცირებული აქვს და ამ კუთხით ძლიერია, ბუნებრივია იზრდება მისი სუვერენიტეტის ხარისხიც. ქართული რადიკალური ოპოზიციისთვის კი ეს მიუღებელი აღმოჩნდა. მაშინ როდესაც შეერთებულ შტატებსაც და ევროპასაც ჩინეთთან მყარი ეკონომიკური ურთიერთობები აქვს, რატომღაც ოპოზიციისთვის საქართველოს მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ეკონომიკასთან მჭიდრო თანამშრომლობა მიუღებელია და თემას სპეკულაციებისთვის იყენებენ.
სიუჟეტის ავტორი: ანა ბერძენიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
