ჩინეთში ე.წ. მფრინავი ტაქსების კომერციულად გამოყენების ნებართვა გასცეს
ჩინეთში ე.წ. მფრინავი ტაქსების კომერციულად გამოყენების ნებართვა გასცეს, ინფორმაციას ჩინური მედია ავრცელებს. ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციამ, ორ ადგილობრივ ავიაოპერატორს მისცა ლიცენზია, რომ უპილოტო საფრენი აპარატები კომერციული სამგზავრო მომსახურებისთვის, მათ შორის ტურისტული მიზნებისთვის, გამოიყენოს. ჩინური მედიის ცნობით, დაბალ სიმაღლეზე მფრინავი სამგზავრო დრონების გამოყენება ქვეყნის ეკონომიკის სწრაფ ზრდას შეუწყობს ხელს.
                        
                    
                    
                    
                    
                