კრემლში აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინი ფინეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის მზადაა
კრემლში აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინი ფინეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის მზადაა. როგორც დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რუსეთი მზადაა აღადგინოს ურთიერთობა მათთან, ვისაც ეს სურს. კრემლის პრესსპიკერის განცხადებით, რუსეთს ფინეთთან და შვედეთთან არანაირი პრობლემა არ ჰქონია, თუმცა ისინი ახლა თავიანთ ტერიტორიაზე NATO-ს სამხედრო ინფრასტრუქტურას ათავსებენ. დიმიტრი პესკოვი ფინეთის პრეზიდენტის ალექსანდერ სტუბის განცხადებას გამოეხმაურება, რომლის თანახმადაც, ფინეთი რუსეთთან ურთიერთობის აღსადგენად უნდა მოემზადოს.
