მარინ ლე პენი აცხადებს, რომ ემანუელ მაკრონს შეწყალებას არ სთხოვს
მარინ ლე პენი აცხადებს, რომ ემანუელ მაკრონს შეწყალებას არ სთხოვს. საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, ლიდერმა, სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ბირთვული იარაღი უწოდა, რომელიც მისი მიმართულებით სისტემამ ისროლა. მარინ ლე პენის განცხადებით, მას იმიტომ ებრძვიან, რომ მისი პარტია არჩევნებში გამარჯვების ზღვარზეა. როგორც ლე პენმა აღნიშნა, სასამართლოს გადაწყვეტილება მისი პოლიტიკიდან წასვლას არ ნიშნავს, ვინაიდან პარტია „ეროვნული გაერთიანება“ არ დაუშვებს ,რომ ფრანგ ხალხს საპრეზიდენტო არჩევნები მოჰპარონ. მარინ ლე პენს ევროკავშირის ფონდებიდან თანხის მითვისებისთვის, სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
