„საქართველოს ევროკავშირისგან სამართლიანი მოპყრობა სურს“ - ინტერვიუ ნიკოლოზ სამხარაძესთან
„საქართველოს ევროკავშირისგან სამართლიანი მოპყრობა სურს“ - ამ სათაურით აქვეყნებს რუმინული მედია ნიკოლოზ სამხარაძესთან ინტერვიუს. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოს შიდა ვითარებასა და საგარეო პოლიტიკურ პერსპექტივაზე. ნიკოლოზ სამხარაძის განმარტებით, საქართველო ბრიუსელისგან არსებული პრობლემების და ინტერესების გათვალისწინებას ითხოვს. ბევრ სხვა საკითხთან ერთად, ის საუბრობს იმ შემთხვევებზეც, როცა ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი საქართველოს არჩევნებში ჩაერია და კონკრეტული პარტიის მხარე დაიჭირა, რაც მისივე თქმით, უსამართლო იყო ქართველი ამომრჩევლის მიმართ.
                        
                    
                    
                    
                    
                