ოპოზიცია ისევ სამოქმედო გეგმის გარეშეა
ოპოზიცია ისევ სამოქმედო გეგმის გარეშეა. ისინი სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი გამოსვლით უკმაყოფილო და იმედგაცრუებულები არიან. ითქვა ისიც, რომ ზურაბიშვილის მიზანი, აქციის დაშლა იყო, ოპოზიცია კი მისგან, კონკრეტულ სამოქმედო გეგმას ელოდა. ქაოსი ოპოზიციაში მმართველ გუნდისთვის იმის დასტურია, რომ მათი ოპონენტები მორიგი დავალების მოლოდინში არიან. „ქართული ოცნების“ განცხადებით, გუშინ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ოპოზიციის ერთიანობა მოჩვენებითია.
