სენაკის მეორე ქვეით ბრიგადაში თავდაცვის ძალების დასავლეთისა და აღმოსავლეთის სარდლობების დაარსების დღესთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიება გაიმართა
სენაკის მეორე ქვეით ბრიგადაში თავდაცვის ძალების დასავლეთისა და აღმოსავლეთის სარდლობების დაარსების დღესთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტიც დაესწრო. პრეზიდენტმა და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგეს და ბრიგადის ტერიტორიაზე მდებარე გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. უწყების ხელმძღვანელებმა პირადი შემადგენლობის წარმომადგენლები უწყებრივი მედლებითა და სხვა საჩუქრებით დააჯილდოვეს. გარდა ამისა, ბრიგადის წარმომადგენლებმა პრეზიდენტს ქვედანაყოფის ამოცანებისა და მიზნების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს, რის შემდეგაც, მიხეილ ყაველაშვილმა სტუმრების წიგნში ჩანაწერი დატოვა.
