პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მანდატი ფართოვდება
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მანდატი ფართოვდება. იცვლება კომისიის სახელწოდებაც. კომისიის მანდატის გაფართოების შესახებ შესაბამის დადგენილებაში დაგეგმილი ცვლილება, პარლამენტს წარედგინა. საგამოძიებო კომისიის გამოსაკვლევ საკითხად განისაზღვრება „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირთა საქმიანობა 2003 წლიდან დღემდე“.
