პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს ბრალდება წარუდგინა. საქმე ეხება პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტს. ხაზარაძე კომისიამ ნავთობკომპანია „მაგნატის“ საქმეზე დაიბარა, თუმცა ის სხდომაზე არ გამოცხადდა. საგამოძიებო უწყება განმარტავს, რომ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. ბრალის წარდგენას პოლიტიკურ დევნად აფასებს მამუკა ხაზარაძე, მმართველ გუნდში კი მიაჩნიათ, რომ „ლელოს“ ლიდერებს კომისიისთვის სათქმელი არაფერი აქვთ.