ვიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდიატების დაჯილდოება გაიმართა
ვიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდიატების დაჯილდოება გაიმართა. დაჯილდოვდა აფხაზეთიდან დროებით დევნილი, სპორტის სხვადასხვა სახეობაში წარმატებული 10 ახალგაზრდა სპორტსმენი, რომელთაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიპლომები და სტიპენდიის სერტიფიკატები გადასცეს.
