დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობის შეხვედრა, უახლოეს დღეებში გაიმართება
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობის შეხვედრა, უახლოეს დღეებში გაიმართება. მხარეები უკრაინის უსაფრთხოების გაძლიერების შემდგომ ეტაპს განიხილავენ. ასევე საუბარი იქნება უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ სამშვიდობო კონტინგენტის განთავსების შესაძლებლობებზეც. ვოლოდიმირ ზელენსკი იუწყება, რომ დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი , სამხედრო პოტენციალის გაძლიერებაში უკრაინის არმიის დახმარებას განიხილავენ.
