სამართალდამცველებმა დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი ადამიანი დააკავეს
სამართალდამცველებმა დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი ადამიანი დააკავეს, ის წარსულში მსგავსი დანაშაულისთვის არაერთხელ არის ნასამართლევი. ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში მოწყობილი სპეციალური სამალავიდან, ნივთმტკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - 438 აბი „სუბუტექსი“ და 10 აბი „მეტადონი“. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
